Attorney
pixel

ტელ.:

+995 (32) 2934165

+995 (32) 2934165

 

ფაქსი:

+995 (32) 2934367

ჩვენთვის ყველა კლიენტი პრიორიტეტული და მნიშნელოვანია - იქნება ეს საქართველოში მოქმედი საწარმო, თუ ტრანსნაციონალური კომპანია. ეს ჩვენი საქმიანობის წესი და ფილოსოფიაა!
ქა EN
homecontacts
“ჩვენი ყოველი გადაწყვეტილება ინდივიდუალურია, თუმცა იმთავითვე სერიოზული განსჯისა და ერთობლივად განხორციელებული ანალიზის შედეგს წარმოადგენს. ამიტომაცაა, რომ ჩვენ ძალზედ რთული სიტუაციებიდან ყველაზე ეფექტურ და ეფექტიან გამოსავალს ვპოულობთ.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და შემდგომ განვითარებას - იზრდება კლიენტთა  რიცხოვნობა და კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება მომსახურებათა სპექტრი.
ჩვენ ვფლობთ ყველა ჩვევას და გაგვაჩნია დიდი გამოცდილება, აუცილებელი იმისათვის, რათა წარმატებულად გადავწყვიტოთ ნებისმიერი სირთულის სამართლებრივი თუ სხვაგვარი პრობლემა. 

როდესაც იურიდიული კომპანიის დაფუძნება გადავწყვიტეთ, არცერთ ჩვენგანს არ ჰქონია მცირედი ეჭვიც კი იმისა, რომ ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება წარმატებული იქნებოდა.
საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა, ადმინისტრაციულ (საჯარო) სამსახურებსა და ბიზნეს-სარბიელზე მიღებული დიდი და მრავალმხრივი გამოცდილება, მაღალი კვალიფიკაცია, სანდოობის ხარისხი და პროფესიული ეთიკის ერთგულება, სრულიად ბუნებრივად განაპირობებდა წლების მანძილზე ჩვენს განუხრელ ზრდას და გაძლიერებას.
ჩვენს წარმატებას ჩვენი კლიენტების წარმატება და ჩვენი საქმიანი თანაარსებობა განაპირობებს. ჩვენ ვემსახურებით როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ კლიენტებს. ჩვენი დახმარება მხოლოდ ვიწრო იურიდიული მომსახურებით არ შემოიფარგლება, ჩვენი კლიენტები სარგებლობენ კონკრეტულ საკითხებში შესაბამისი გამოცდილების მქონე იურისტების კვალიფიციური მომსახურებით”.

ჩვენი პრინციპები       
           
„ჩვენთვის ყველა კლიენტი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია – იქნება ეს საქართველოში მოქმედი განვითარებადი საწარმო, თუ ტრანსნაციონალური კორპორაცია. ეს ჩვენი საქმიანობის წესი და ფილოსოფიაა.
 
ჩვენი პირველი და მთავარი პრინციპი კეთილსინდისიერებაა. სწორედ ასეთია ჩვენი დამოკიდებულება კლიენტებისადმი, პარტნიორებისადმი, თანამშრომლებისადმი, რამაც საშუალება მოგვცა დაგვემკვიდრებინა ღირსეული ადილი მკაცრ კონკურენტულ გარემოში.
კლიენტს ვთავაზობთ ჩვენს სამსახურს, როცა ეს მისთვის არსებული კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით გადაუდებლად აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ამასთან, კლიენტმა უნდა მიიღოს გაცილებით დიდი სარგებელი ჩვენგან მიღებულ მომსახურების ხარჯებთან შედარებით.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ თითოეული კლიენტის სამართლებრივი თუ ფინანსური პრობლემა, რომელთა გადასაწყვეტად ჩვენ მოგვმართავენ, უნიკალურია. შესაბამისად, ჩვენს მიერ შემუშავებული სამართლებრივი პოზიცია ეფუძნება მრავალ გარემოებას და ფაქტორს, რომელიც შემხებლობაშია ჩვენი კლიენტების საქმიანობასთან, პიროვნებასთან თუ სტატუსთან”.

ტ. შავიშვილი                                მმართველი პარტნიორი


საავტორო უფლებები © 2007 Attorney. ყველა უფლება დაცულია.