Attorney
pixel

ტელ.:

+995 (32) 2934165

+995 (32) 2934165

 

ფაქსი:

+995 (32) 2934367

ჩვენთვის ყველა კლიენტი პრიორიტეტული და მნიშნელოვანია - იქნება ეს საქართველოში მოქმედი საწარმო, თუ ტრანსნაციონალური კომპანია. ეს ჩვენი საქმიანობის წესი და ფილოსოფიაა!
ქა EN
homecontacts
სანდოობა - ჩვენი კლიენტთან ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. მისი დაკარგვა ან ბოროტად გამოყენება ჩვენს საქმიანობაში თვითგანადგურების ტოლფასია.
სწორედ ამიტომ ჩვენ განზრახ არ ვასახელებთ ჩვენს გვერდზე არცერთ ჩვენს კლიენტს, არცერთ გვარს თუ საფირმო სახელწოდებას, რადგან ჩვენთან მოსულ ადამიანს თუ სამეწარმეო სუბიექტს რა თქმა უნდა აქვს ინკოგნიტოდ დარჩენის უფლება, რადგან თავად ჩვენდამი მომართვის ფაქტი იმთავითვე წარმოადგენს საადვოკატო საიდუმლოების საგანს (აღარაფერს ვამბობთ კონკრეტულ ინფორმაციაზე) და მათი უფლებების დაცვა ჩვენი მოვალეობაა. ჩვენ კლიენტები გვანდობენ ინფორმაციას, რომელსაც არანაირ პირობებში სხვას არ გაუმხელდნენ და არ გაანდობდნენ.

ჩვენს კლიენტებთან ვმოქმედებთ ნდობისა და დამოუკიდებლობის პრინციპით. ჩვენ საქმის წარმოების საშუალებების და ხერხის არჩვისას, ვხელმძღვანელობთ და ვეყრდნობით კანონს, პრაქტიკას და საკუთარ სინდისს. ჩვენ ვცდილობთ საქმე დასრულდეს სასამართლოში მისი წარმოების გარეშე.

ჩვენ არაფერს არ გპირდებით - მაგრამ გთავაზობთ ჩვენს პროფესიონალიზმს, გამოცდილებას, სანდოობის მაღალ ხარისხს, გულისხმიერებას და პასუხისმგებლობას.
„ატორნეი“ აერთიანებს საუკეთესო სპეციალისტებს სამოქალაქო, საგადასახადო, კორპორაციულ, მიწის, ინტელექტუალური საკუთრების და სხვა მრავალ სფეროში. ჩვენ გთავაზობთ კომპლექსურ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც პასუხობს თქვენს ყველაზე მაღალ მოთხოვნას. ჩვენ ვცდილობთ ყოველთვის შევესაბამებოდეთ იურიდიული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენს კლიენტებს შორის არიან უმსხვილესი კორპორაციები, დინამიურად განვითარებადი მსხვილი თუ საშუალო ქართული საწარმოები, რომლებსაც უკავიათ წამყვანი ადგილი წარმოების ამა თუ იმ სფეროში – იქნება ეს მძიმე მრეწველობა, მშენებლობა, ენერგეტიკა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები, გადაზიდვები, საბანკო სფერო . . .

თუ სასამართლოში საქმის წარმოება გარდაუვალი და აუცილებელია, ჩვენ ვრთავთ საქმეში საუკეთესო რეზერვს, რათა სწრაფად მივაღწიოთ სასურველ შედეგს და ვუზრუნველყოთ, რომ პროცესი მაქსიმალურად ეკონომიური იყოს კლიენტისათვის.

ჩვენ გვიცნობენ როგორც მყარად დამკვიდრებულ, რესპექტაბელურ და წამყვან იურიდიულ ფირმას საქართველოში.
საავტორო უფლებები © 2007 Attorney. ყველა უფლება დაცულია.