Attorney
pixel

ტელ.:

+995 (32) 2934165

+995 (32) 2934165

 

ფაქსი:

+995 (32) 2934367

ჩვენთვის ყველა კლიენტი პრიორიტეტული და მნიშნელოვანია - იქნება ეს საქართველოში მოქმედი საწარმო, თუ ტრანსნაციონალური კომპანია. ეს ჩვენი საქმიანობის წესი და ფილოსოფიაა!
ქა EN
homecontacts
შეიძლება ითქვას, რომ იურიდიული კომპანია "ატორნეი" ახალი ათასწლეულის პირმშოა – დაფუძნდა და საქმიანობა დაიწყო 2000 წლიდან, როცა იურიდიული ფირმისათვის უკვე  თითქოს რთული უნდა ყოფილიყო ადგილის დამკვიდრება... მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ და ძალზედ წარმატებულადაც.

ჩვენი ძალა – პროფესიონალიზმი, გონივრული მიზანმიმართულობა და პასუხისმგებლობაა. ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ კლიენტების პატივისცემა და მათდამი მაქსიმალური საქმიანი ყურადღება, მათი პრობლემების და საკეთებლის საფუძვლიანად გათავისება უცილობლად მიგვიყვანდა პატარა თუ დიდი გამარჯვებებისაკენ. დრომ დაადასტურა, რომ ჩვენი პრინციპები სწორი არჩევანის შედეგად ჩამოყალიბდა. ჩვენ შევავსეთ და გავაძლიერეთ ერთმანეთი, ჩვენ გავამდიდრეთ და გავამყარეთ ჩვენი ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და შევძელით ყველა საქმე, ყოველი ამოცანა მაქსიმალურად შესაძლებელი ოპერატიულობით და წარმატებით გადავჭრათ.

არცთუ ხანგრძლივი 10 წლის ხელშესახები შედეგი – იურიდიული კომპანია "ატორნეი" დღეს საქართველოში იურიდიული მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური და წარმატებული იურიდიული კომპანიაა. ჩვენ ვამაყობთ დღემდე მიღწეული შედეგით - ჩვენ ლიდერთა შორის ღირსეული ადგილი დავიკავეთ. თუმცა, თვითკმაყოფილება ჩვენთვის უცხოა.

იურიდიული კომპანია "ატორნეი" თავის კლიენტებს სრულყოფილ და კვალიფიციურ სამართლებრივ და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. ჩვენი მომსახურების არეალი არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოთი, ჩვენ არაერთი პროცესი წარგვიმართავს საერთშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში.
ჩვენი კომპანიის იურისტების საქმიანობა სამართლის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, ისინი კლიენტებს სთავაზობენ თავიანთ დიდ გამოცდილებას და პროფესიულ თუ სხვა ადამიანურ რესურსს.

ჩვენი კლიენტებიდან ბევრთან მრავალი წლის საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. ჩვენს კლიენტებს შორის არიან როგორც კერძო პირები ასევე, მსხვილი, საშუალო, მცირე ბიზნეს-საწარმოები თუ დიდი კომპანიები და კორპორაციები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, და მრავალ სხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციები.
ჩვენ ასევე ვახორციელებთ ახალი კომპანიების პროექტირებას, დახმარებას ვუწევთ დამფუძნებლებს შეარჩიონ მათთვის მისაღები ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და მათი ბიზნეს-საქმიანობის წარმატებულობის უზრუნველსაყოფად ვახორციელებთ მათ სრულ და მრავალმხრივ კონსულტირებას.

ჩვენ არაერთი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული საპრივატიზაციო სფეროში.


საავტორო უფლებები © 2007 Attorney. ყველა უფლება დაცულია.